ტელეფონის მომზადება გადასამუშავებლად
თუ შეიძინეთ ახალი ტელეფონი, ან სხვა მიზეზით გსურთ
გადააგდოთ თქვენი ტელეფონი, Nokia გირჩევთ ჩააბაროთ იგი
გადასამუშავებლად. პირველ რიგში წაშალეთ ყველა პირადი
მონაცემი და მასალა თქვენს ტელეფონში.
მთელი მასალის წაშლა და საწყისი პარამეტრების აღდგენა
1. თავსებად მეხსიერების ბარათზე ან თავსებად კომპიუტერში
შეინახეთ თქვენთვის სასურველი მასალის სარეზერვო ასლი.
2. დაასრულეთ ყველა ზარი და კავშირი.
3. აირჩიეთ პარამეტ. და საწყისი პარ. დაბრ. > ყველა.
4. აკრიფეთ უსაფრთხოების კოდი.
5. თქვენი ტელეფონი გამოირთვება და ისევ ჩაირთვება.
ყურადღებით შეამოწმეთ, რომ ყველა თქვენი პირადი მასალა,
როგორიცაა კონტაქტები, ფოტოები, მუსიკა, ვიდეოები,
შენიშვნები, შეტყობინებები, ელ.წერილები, პრეზენტაციები,
თამაშები და სხვა დაინსტალირებული პროგრამები წაშლილია.
მეხსიერების ბარათზე ან SIM ბარათზე შენახული მასალა და
ინფორმაცია არ არის წაშლილი.
92