პრობლემის მოგვარება
პრობლემის შემთხვევაში, შეასრულეთ შემდეგი:
• გამორთეთ ტელეფონი და შემდეგ ამოიღეთ კვების
ელემენტი. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ ჩადეთ კვების
ელემენტი და ისევ ჩართეთ ტელეფონი.
• ტელეფონის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება:
აირჩიეთ პარამეტ. და ტელეფონი > აპარატის განახლებ..
• საწყისი ქარხნული პარამეტრების დაბუნება: დაასრულეთ
ყველა ზარი და კავშირი, შემდეგ კი აირჩიეთ პარამეტ. და საწყისი
პარ. დაბრ. > მხოლოდ პარამეტრ..
თუ პრობლემა ვერ გვარდება, შეკეთების ვარიანტების
გასაგებად დაუკავშირდით Nokia-ს: www.nokia.com/support.
სანამ ტელეფონს გაგზავნით შესაკეთებლად, შეინახეთ
ტელეფონის მონაცემების სარეზერვო ასლი, რადგან შეიძლება
წაიშალოს ტელეფონში ჩაწერილი ყველა პირადი ინფორმაცია.
ასევე შეგიძლიათ გახსნათ www.nokia.com/support და ნახოთ:
• პრობლემის მოგვარების ინფორმაცია
• პროგრამებთან დაკავშირებული სიახლეები და
ჩამოტვირთვები
93
• მომხმარებლის ამ სახელმძღვანელოს უფრო ვრცელი ვერსია
• პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ინფორმაცია
• დეტალური ინფორმაცია ფუნქციებისა და ტექნოლოგიების,
ასევე აპარატებისა და აქსესუარების თავსებადობის შესახებ
ასევე იხილეთ Nokia-ს დახმარების ვიდეოარხი საიტზე
www.youtube.com/user/NokiaSupportVideos.
94
პარამეტრები
კონტაქტები
წერილები
სანიშნეები
კალენდარი
ფაილები
პროგ. და თამაშები