Nokia Asha 311 - ტელეფონის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების შესახებ

background image

განახლებული პროგრამული უზრუნველყოფის დაინსტალირების დროს ვერ

გამოიყენებთ მოწყობილობას, გადაუდებელი ზარების განსახორციელებლადაც კი,

სანამ არ დასრულდება ინსტალაციის პროცესი და არ გადაიტვირთება

მოწყობილობა.

ამ სერვისების ან ჩამოტვირთვების ცენტრის გამოყენებას

შეიძლება დასჭირდეს დიდი რაოდენობის მონაცემთა გადაცემა,

რასაც შეიძლება მოჰყვეს შესაბამისი გადასახადი.
სანამ პროგრამის განახლებას დაიწყებთ, აპარატს მიუერთეთ

დამტენი ან დარწმუნდით, რომ კვების ელემენტი საკმარისადაა

დატენილი.
შესაძლოა, მომხმარებლის სახელმძღვანელოში მოცემული

ინსტრუქცია მოძველებული იყოს პროგრამის განახლების

შემდეგ. მომხმარებლის განახლებული სახელმძღვანელო

იხილეთ საიტზე www.nokia.com/support.

96