ინტერნეტ-ზარის განხორციელება
ხშირად გჭირდებათ საზღვარგარეთ დარეკვა? გამოიყენეთ
ინტერნეტ-ზარი და დაზოგეთ თანხა.
ასევე შეგიძლიათ განახორციელოთ და მიიღოთ ზარები
ინტერნეტით. ინტერნეტ-ზარის მომსახურების ზოგიერთი
მომწოდებელი უფასო ინტერნეტ-ზარების საშუალებას იძლევა.
ინტერნეტ-ზარის განსახორციელებლად ან მისაღებად უნდა
იყოთ Wi-Fi ან 3G დაფარვის ზონაში. აგრეთვე, უნდა გქონდეთ
ინტერნეტ-ზარის სერვისის ანგარიში.
ტელ. ოსტატი გეხმარებათ მოაწყოთ თქვენი ანგარიში
ტელეფონში.
ინტერნეტ-ტელეფონის ანგარიშის გაფორმება
1. აირჩიეთ პარამეტ..
2. აირჩიეთ დაკავშირება > ინტერნეტ-ტელ. > დაკავშირება.
3. იმოქმედეთ ტელეფონში მოცემული ინსტრუქციის
მიხედვით.
როდესაც ოსტატის მუშაობა დასრულდება, თქვენი ანგარიში
გამოჩნდება ანგარიშების სიაში.
35
კონტაქტთან დარეკვა
1. აირჩიეთ კონტაქტ..
2. აირჩიეთ კონტაქტი და ინტერნეტ-ზარი.
ტელეფონის ნომერზე დარეკვა
აკრიფეთ ტელეფონის ნომერი და აირჩიეთ > ინტერნეტ-ზარი.
გადაუდებელი ზარებისთვის გამოიყენება მხოლოდ ფიჭური
ქსელი.
36