Nokia Asha 311 - უსაფრთხოება

background image

უსაფრთხოება

წაიკითხეთ ეს მარტივი

მითითებები. მათი დაუცველობა

შეიძლება საშიში ან არაკანონიერი

იყოს. დამატებითი

ინფორმაციისათვის, წაიკითხეთ

მომხმარებლის სრული

სახელმძღვანელო.

გამორთეთ აკრძალულ

ადგილებში

გამორთეთ მოწყობილობა,

როდესაც მობილური ტელეფონის

გამოყენება აკრძალულია, ან

როდესაც მან შეიძლება ტალღების

ზედდება ან საშიშროების შექმნა

გამოიწვიოს, მაგალითად,

თვითმფრინავში,

საავადმყოფოებში, სამედიცინო

აღჭურვილობასთან, საწვავთან,

ქიმიურ ნივთიერებებთან, ან

აფეთქებად არეებში. დაიცავით

ყველა მითითება აკრძალულ

ადგილებში გამოყენების შესახებ.

პირველ რიგში უნდა

დაიცვათ საგზაო

უსაფრთხოება

დაიცავით ყველა ადგილობრივი

კანონი. ყოველთვის თავისუფალი

უნდა გქონდეთ ხელები

სატრანსპორტო საშუალების

მართვის დროს. ტრანსპორტის

მართვის დროს თქვენი უმთავრესი

საზრუნავი უნდა იყოს საგზაო

უსაფრთხოება.

ტალღების ზედდება

ყველა მობილურ

მოწყობილობას შეუძლია

იმოქმედოს სხვა მოწყობილობის

ტალღებზე, რაც გავლენას ახდენს

მუშაობის ხარისხზე.

კვალიფიციური

მომსახურება

მხოლოდ კვალიფიცირებულ

პერსონალს შეუძლია

დააინსტალიროს ან შეაკეთოს ეს

პროდუქტი.

გაუფრთხილდით

თქვენს სმენას

სმენის შესაძლო დაქვეითების

თავიდან ასაცილებლად, არ

მოუსმინოთ მაღალ ხმაზე

დიდხანს. ნუ დაიჭერთ აპარატს

ყურთან ახლოს, როდესაც

ჩართულია დინამიკი.

კონკრეტულ საკითხთან

დაკავშირებული ინსტრუქცია

1

მნიშვნელოვანია: ამ

აპარატისთვის გამოიყენება

მხოლოდ სტანდარტული SIM

ბარათი (იხ. ნახატი). არათავსებადი

ბარათის გამოყენებით შეიძლება

დაზიანდეს როგორც მეხსიერების

ბარათი ან აპარატი და დაზიანდეს

103

background image

ბარათზე შენახული მონაცემები.

გთხოვთ, მიმართოთ თქვენი

მობილურის ოპერატორს, mini-UICC

ფორმატის მქონე SIM ბარათის

გამოყენებასთან დაკავშირებით.

2

გაფრთხილება: როდესაც

ფრენის რეჟიმი აქტიურია, ვერ

გაგზავნით და ვერ მიიღებთ

ზარებს, გადაუდებელი ზარების

ჩათვლით და ვერ გამოიყენებთ

სხვა ფუნქციებს, რომელთა

განსახორციელებლად საჭიროა

ქსელის არსებობა. თუ გსურთ

დარეკოთ, გაააქტიურეთ სხვა

პროფილი.

3 თქვენს მოწყობილობას

შეიძლება ჰქონდეს შიდა და გარე

ანტენები. შეეცადეთ არ შეეხოთ

ანტენის არეს უმიზეზოდ, როდესაც

ანტენა გადასცემს ან იღებს

სიგნალებს. ანტენასთან კონტაქტი

ამცირებს კავშირის ხარისხს, რამაც

შეიძლება გამოიწვიოს უფრო

აქტიურ რეჟიმში მუშაობა და

შეამციროს კვების ელემენტის

მუშაობის ხანგრძლივობა.
მხოლოდ Nokia-ს მიერ

ნებადართული თავსებადი

მეხსიერების ბარათი გამოიყენეთ

ამ მოწყობილობისთვის.

არათავსებადმა ბარათმა შეიძლება

დააზიანოს როგორც მეხსიერების

ბარათი, ისე აპარატი და შეიძლება

დაზიანდეს ბარათზე შენახული

მონაცემები.
თქვენი აპარატი ოპერირებს

microSD ბარათების საშუალებით,

რომელთა მაქსიმალური

ტევადობაა 32 გბ.

მნიშვნელოვანია: არ ამოიღოთ

მეხსიერების ბარათი, როდესაც მას

იყენებს პროგრამა. ამან შეიძლება

დააზიანოს როგორც მეხსიერების

ბარათი, ისე აპარატი და შეიძლება

დაზიანდეს ბარათზე შენახული

მონაცემები.

4

მნიშვნელოვანია: არ

დაჩხაპნოთ საწერი ეკრანი.

სენსორულ ეკრანზე არასოდეს

გამოიყენოთ ჩვეულებრივი

კალმისტარი, ფანქარი, ან ბასრი

საგნები.
რადიოს მოსასმენად საჭიროა

მოწყობილობას მიუერთოთ

თავსებადი გარნიტურა.

104

background image

გარნიტურა ასრულებს ანტენის

ფუნქციას.
სოციალური ქსელების

მომსახურებებისა და მესამე მხარის

სერვისების მომწოდებელი არ არის

Nokia. შეამოწმეთ თქვენს მიერ

გამოყენებული სოციალური

ქსელის მომსახურების

კონფიდენციალურობის პირობების

პარამეტრები, რადგან შეიძლება

ინფორმაცია გაზიარებული

გქონდეთ ხალხის დიდ ჯგუფთან.

სოციალური ჯგუფის

მომსახურების გამოყენების

პირობები ვრცელდება ამ სერვისზე

გაზიარებულ ინფორმაციაზე.

გაეცანით ამ სერვისის გამოყენების

პირობებსა და

კონფიდენციალურობის

უზრუნველყოფას.
სოციალური ქსელების სერვისების

გამოყენებისთვის საჭიროა ქსელის

მხარდაჭერა. შესაძლოა, ამან

გამოიწვიოს დიდი რაოდენობის

მონაცემთა გადაცემა და შესაბამისი

გადასახადი. მონაცემთა გადაცემის

საფასურის დასადგენად

დაუკავშირდით თქვენს სერვისის

პროვაიდერს.
შესაძლოა, საზოგადოებრივი

ქსელის პროგრამა არ მუშაობდეს

ყველა რეგიონში. მხოლოდ იმ

ფუნქციების გამოყენება

შეგიძლიათ, რომელსაც

ითვალისწინებს სოციალური

ქსელის სერვისი.

5 შეგიძლიათ გაგზავნოთ

ტექსტური შეტყობინებები,

რომლებშიც სიმბოლოების

რაოდენობა აღემატება ერთი

წერილისთვის გათვალისწინებულ

ლიმიტს. შედარებით გრძელი

წერილი იგზავნება ორი ან

რამდენიმე წერილის სახით.

თქვენმა პროვაიდერმა შეიძლება

გადაგახდევინოთ შესაბამისად.
მახვილების შემცველი

სიმბოლოები, სხვა ნიშნები, ან

ზოგიერთ ენაში გამოყენებული

სიმბოლოები მეტ ადგილს იკავებს,

რის გამოც მცირდება ასოების

დასაშვები რაოდენობა ერთი

წერილის ტექსტში.

6 თუ მულტიმედიურ წერილში

ჩასმული ელემენტის ზომა ძალზე

დიდია ქსელისთვის, აპარატმა

შეიძლება ავტომატურად

შეამციროს მისი ზომა.

7 მხოლოდ თავსებადი

ფუნქციების მქონე

მოწყობილობებს შეუძლია

მულტიმედიური წერილების

მიღება და გახსნა. წერილები

105

background image

შეიძლება განსხვავებულად

გამოჩნდეს სხვადასხვა

მოწყობილობაში.

8 ამ სერვისების ან

ჩამოტვირთვების ცენტრის

გამოყენებას შეიძლება დასჭირდეს

დიდი რაოდენობის მონაცემთა

გადაცემა, რასაც შეიძლება მოჰყვეს

შესაბამისი გადასახადი.
გრაფიკული წერილები შეიძლება

განსხვავებულად გამოჩნდეს

სხვადასხვა მოწყობილობაში.
ნუ მიუერთებთ მოწყობილობებს,

რომლებიც ქმნის გამომავალ

სიგნალს, რადგან ამით შეიძლება

დაზიანდეს აპარატი. ნუ

მიუერთებთ ელექტროკვების

წყაროს Nokia AV შემაერთებელი-ს.

როდესაც უერთებთ ნებისმიერ

გარე მოწყობილობას ან

გარნიტურას, რომელიც არ არის

ნებადართული Nokia-ს მიერ Nokia

AV შემაერთებელი-ს,

განსაკუთრებული ყურადღება

მიაქციეთ ხმის დონეს.

მნიშვნელოვანია: თქვენი

ლოკაციის გაზიარებამდე

ყოველთვის ყურადღებით

დააკვირდით, თუ ვის უზიარებთ

მას. შეამოწმეთ თქვენს მიერ

გამოყენებული სოციალური

ქსელის მომსახურების

კონფიდენციალურობის პირობების

პარამეტრები, რადგან შეიძლება

თქვენი ლოკაცია გაზიარებული

გქონდეთ ხალხის დიდ ჯგუფთან.

9 თუ ელემენტი ბოლომდე

დაიცლება, შეიძლება რამდენიმე

წუთი გავიდეს სანამ ეკრანზე

გამოჩნდება დატენვის

ინდიკატორი, ან სანამ შეძლებთ

ზარის განხორციელებას.
გაითვალისწინეთ, რომ უნდა

დაიცვათ უსაფრთხოების ყველა

მოთხოვნა.
სოციალური ქსელების

პროგრამებიდან მოსული

შეტყობინებების გამოსართავად,

პროგრამების გვერდზე აირჩიეთ

შეტყობინებები > >

პარამეტრები.

ქსელის მომსახურებები და

ფასები

თქვენი აპარატით

გამოყენებისთვის

გათვალისწინებულია WCDMA 850,

900, 1700, 1900, 2100 და HSPA

EGSM 850, 900, 1800, 1900

მეგაჰერციანი ქსელები .

მოწყობილობის გამოსაყენებლად

უნდა გააფორმოთ ხელმოწერა

სერვისის პროვაიდერთან.

106

background image

ზოგიერთი მომსახურების

გამოყენებისა და თქვენს აპარატში

მასალის ჩამოტვირთვისთვის

საჭიროა ქსელთან კავშირი,

რისთვისაც შეიძლება დაწესებული

იყოს მონაცემთა გადაცემის

საფასური. ზოგიერთი პროდუქტის

ფუნქციებისთვის საჭიროა ქსელის

მხარდაჭერა და შეიძლება

დაგჭირდეთ მათი გამოწერა.

იზრუნეთ თქვენს აპარატზე

იზრუნეთ თქვენი აპარატის, კვების

ელემენტის, დამტენის და

აქსესუარის მოვლაზე. შემდეგი

რჩევები დაგეხმარებათ

საგარანტიო პირობების დაცვაში.

არ გამოიყენოთ და არ

შეინახოთ მოწყობილობა

მტვრიან ან ჭუჭყიან

ადგილებში. მოძრავი

ნაწილები და ელექტრონული

კომპონენტები შეიძლება

დაზიანდეს.

არ შეინახოთ მოწყობილობა

მაღალ ტემპერატურებზე.

მაღალმა ტემპერატურამ

შეიძლება გამოიწვიოს

აპარატის მუშაობის

ხანგრძლივობის შემცირება,

კვების ელემენტის დაზიანება

და ზოგიერთი პლასტმასის

ნაწილის დეფორმაცია ან

დნობა.

არ შეინახოთ მოწყობილობა

დაბალ ტემპერატურებზე.

როდესაც აპარატი გათბება

მისთვის ნორმალურ

ტემპერატურამდე,

მოწყობილობის შიგნით

შეიძლება გაჩნდეს ნესტი და

დაზიანდეს ელექტრონული

სქემები.

არ შეეცადოთ გახსნათ

მოწყობილობა,

მომხმარებლის

სახელმძღვანელოში

მოცემული ინსტრუქციის

დაუცველად.

ნებადაურთავი

მოდიფიკაციების

გამოყენებით შეიძლება

დაზიანდეს მოწყობილობა და

დაირღვეს

რადიომოწყობილობების

გამოყენების შესახებ

დებულებები.

არ დააგდოთ, არ დაარტყათ

და არ შეანჯღრიოთ

მოწყობილობა. უხეში

მოპყრობით შეიძლება

დაზიანდეს ელექტროსქემის

დაფა და მექანიზმები.

107

background image

ამ მოწყობილობის

ზედაპირის გასაწმენდად

გამოიყენეთ მხოლოდ რბილი,

სუფთა, მშრალი ნაჭერი.

არ შეღებოთ მოწყობილობა.

საღებავმა შეიძლება გაჭედოს

მოძრავი ნაწილები და ხელი

შეუშალოს გამართულ

მუშაობას.

ოპტიმალური მუშაობისთვის

აპარატი დროდადრო

გამორთეთ და ამოიღეთ

კვების ელემენტი.

მოწყობილობა მოარიდეთ

მაგნიტსა და მაგნიტურ

ველებს.

თუ გსურთ თქვენთვის

მნიშვნელოვანი მონაცემები

უსაფრთხოდ შეინახოთ,

ჩაწერეთ ისინი მინიმუმ ორ

განსხვავებულ ადგილზე,

მაგალითად, აპარატში,

მეხსიერების ბარათზე ან

კომპიუტერში, ან ჩაინიშნეთ

მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ხანგრძლივი მუშაობის

განმავლობაში აპარატი შეიძლება

გათბეს. უმეტეს შემთხვევებში, ეს

ნორმალურია. თუ ეჭვობთ რომ

აპარატი არ მუშაობს გამართულად,

წაიღეთ იგი უახლოეს

ოფიციალური მომსახურების

პუნქტში.

ნარჩენების გადამუშავება

ყოველთვის ჩააბარეთ

გამოყენებული

ელექტროსაქონელი, კვების

ელემენტები და შესაფუთი

მასალები შესაბამის პუნქტებში. ეს

ხელს შეუშლის გადაყრილი

მასალების უკონტროლოდ ხარჯვას

და ხელს შეუწყობს მასალების

გადამუშავებას. Nokia-ს

პროდუქტების გადაგდების წესი

იხილეთ საიტზე www.nokia.com/

recycling.

გადახაზული ურიკის

სიმბოლო

გადახაზული ურნის სიმბოლო

თქვენს პროდუქტზე, კვების

ელემენტზე, დოკუმენტებზე, ან

შეფუთვაზე გახსენებთ, რომ

ევროკავშირში ყველა ელექტრო და

ელექტრონული პროდუქტის,

კვების ელემენტებისა და

აკუმულატორების შეგროვება

უნდა მოხდეს ცალკე, მათი

მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ.

ეს მოთხოვნები ძალაშია

108

background image

ევროკავშირში. ეს პროდუქტები არ

გადაყაროთ, როგორც ქალაქის

დაუხარისხებელი ნარჩენები. თუ

გსურთ შეიტყოთ მეტი გარემოს

დაცვის შესახებ, იხილეთ

პროდუქტის ეკოლოგიური

პროფილი საიტზე: www.nokia.com/

ecoprofile.

ციფრული უფლებების

მენეჯმენტის შესახებ

ამ მოწყობილობის გამოყენების

დროს დაიცავით ყველა კანონი და

პატივი ეცით ადგილობრივ წეს-

ჩვეულებებს, სხვების

პირადულობასა და კანონიერ

უფლებებს, საავტორო უფლების

ჩათვლით. საავტორო უფლებების

დაცვა ხელს უშლის სურათების,

მუსიკისა და სხვა შიგთავსის

კოპირებას, შეცვლასა და

გადაცემას.
შიგთავსის მფლობელებმა

შეიძლება გამოიყენონ ციფრული

უფლებების მენეჯმენტის (DRM)

სხვადასხვა ტექნოლოგიები, რომ

დაიცვან თავიანთი

ინტელექტუალური უფლებები,

მათ შორის საავტორო უფლებები.

ეს მოწყობილობა იყენებს

სხვადასხვა ტიპის DRM

პროგრამულ უზრუნველყოფას,

რომ გახსნას DRM–ით დაცული

შინაარსი. ამ მოწყობილობით

შეგიძლიათ გახსნათ შინაარსი,

რომელიც დაცულია

ტექნოლოგიით – OMA DRM 2.0 &

2.1. თუ რომელიმე DRM ვერ იცავს

შინაარსს, შინაარსის მფლობელს

შეუძლია მოითხოვოს ასეთი DRM

პროგრამული უზრუნველყოფის

წვდომის შეწყვეტა ახალი DRM–ით

დაცულ შინაარსზე. უფლების

შეწყვეტამ შეიძლება ასევე

შეუშალოს ხელი თქვენს აპარატში

უკვე არსებული DRM–ით დაცული

ამგვარი შინაარსის განახლებას.

DRM პროგრამული

უზრუნველყოფის მომსახურების

შეწყვეტა არ იქონიებს გავლენას

სხვა ტიპის DRM–თი ან DRM–სგან

განსხვავებული პროგრამით

დაცული შინაარსის გამოყენებაზე.
ციფრული უფლებების

მენეჯმენტით (DRM) დაცულ

ელემენტს აქვს ლიცენზია, რაც

განსაზღვრავს თქვენს უფლებას ამ

ელემენტის გამოყენებასთან

დაკავშირებით.
თუ თქვენს მოწყობილობას აქვს

OMA DRM-ით დაცული შინაარსი,

ლიცენზიებისა და შინაარსის

დასარეზერვებლად გამოიყენეთ

Nokia Suite-ის შესაბამისი ფუნქცია.

109

background image

გადატანის სხვა მეთოდებით

შეიძლება არ გადავიდეს

ლიცენზიები, რომლის აღდგენაც

დაგჭირდებათ შინაარსთან ერთად,

რათა შეძლოთ OMA DRM-ით

დაცული შინაარსის გამოყენება მას

შემდეგ, რაც დააფორმატებთ

მოწყობილობის მეხსიერებას.

შესაძლოა, აგრეთვე დაგჭირდეთ

ლიცენზიის აღდგენა, თუ

მოწყობილობაში შენახული

ფაილები დაზიანდება.
თუ მოწყობილობაში გაქვთ

WMDRM-ით დაცული შინაარსი,

მეხსიერების დაფორმატების

შემთხვევაში დაკარგავთ როგორც

ლიცენზიებს, ასევე შინაარსს.

ლიცენზიები და შინაარსი შეიძლება

იმ შემთხვევაშიც დაკარგოთ, თუ

თქვენს მოწყობილობაში ფაილები

დაზიანდება. ლიცენზიების ან

შინაარსის დაკარგვით შეიძლება

ვეღარ შეძლოთ თქვენს

მოწყობილობაში მყოფი იმავე

შინაარსის შეუზღუდავად

გამოყენება. დამატებითი

ინფორმაციისათვის მიმართეთ

თქვენი სერვისის პროვაიდერს.

მინიშნებები და შეთავაზებები

თუ გსურთ მაქსიმალურად

ისარგებლოთ ტელეფონითა და

სერვისებით, Nokia გამოგიგზავნით

უფასო, თქვენზე მორგებულ

ტექსტურ შეტყობინებებს. ამ

წერილებში მოცემული იქნება

მინიშნებები, ხერხები და

დახმარება.
თუ გსურთ შეაჩეროთ წერილების

მიღება, აირჩიეთ პარამეტ. > Nokia

ანგარიში > მინიშნებები და

შეთავაზ..
იმისათვის რომ

უზრუნველყოფილი იქნას ზემოთ

აღწერილი მომსახურება, თქვენი

ტელეფონის ნომერი, ტელეფონის

სერიული ნომერი და მობილური

რეგისტრაციის ზოგიერთი

იდენტიფიკატორი გაიგზავნება

Nokia-სთან, როდესაც პირველად

გამოიყენებთ ტელეფონს.

ზოგიერთი ან ყველა ინფორმაცია

შეიძლება ასევე გაიგზავნოს Nokia-

სთან, პროგრამული

უზრუნველყოფის განახლების

დროს. ამ ინფორმაციის გამოყენება

მოხდება, როგორც ეს აღწერილია

კონფიდენციალურობის

დებულებაში, რომელიც

შეგიძლიათ იხილოთ საიტზე

www.nokia.com.

110

background image

კვების ელემენტები და

დამტენები

კვების ელემენტისა და

დამტენის ინფორმაცია

თქვენი აპარატისთვის

გათვალისწინებულია BL-4U

მრავალჯერ დამუხტვადი კვების

ელემენტის გამოყენება. Nokia-მ

შეიძლება დაამზადოს კვების

ელემენტის სხვა მოდელები, ამ

მოწყობილობისთვის

გამოსაყენებლად. ყოველთვის

გამოიყენეთ Nokia-ს ორიგინალური

კვების ელემენტები.
ეს მოწყობილობა განკუთვნილია

გამოყენებისათვის მაშინ, როდესაც

ენერგია მიეწოდება შემდეგი

დამტენებით: AC-11 . Nokia-ს

დამტენის მოდელის ზუსტი

ნომერი შეიძლება იცვლებოდეს

ჩამრთველის ტიპის მიხედვით და

დამატებული აქვს E, X, AR, U, A, C,

K, B ან N აღნიშვნა.
ელემენტის ასობით დატენვა და

დაცლა შეიძლება, მაგრამ იგი

საბოლოოდ გაიცვითება. ელემენტი

გამოცვალეთ, როდესაც ლაპარაკისა

და მოცდის დროები

მნიშვნელოვნად შემცირდება

ნორმალურთან შედარებით.

კვების ელემენტის

უსაფრთხოება

კვების ელემენტების ამოღებამდე

ყოველთვის გათიშეთ

მოწყობილობა და გამორთეთ იგი

კვების ქსელიდან. როდესაც

აპარატს აცილებთ დამტენს ან

აქსესუარს, ხელი მოკიდეთ

ჩამრთველს და არა სადენს.
როდესაც დამტენს არ იყენებთ,

გამორთეთ იგი ელექტრული

კვების ქსელიდან. ბოლომდე

დატენილი კვების ელემენტი არ

დატოვოთ ელექტროქსელში

ჩართული, რადგან შეიძლება ამან

დააჩქაროს კვების ელემენტის

ცვეთა. თუ გამოუყენებლად

დატოვებთ, ბოლომდე დატენილი

ელემენტი თანდათანობით

დაიცლება.
ყოველთვის შეეცადეთ ელემენტის

გარემო ტემპერატურა არ გასცდეს

15°C-დან 25°C-მდე (59°F-დან 77°F-

მდე) ფარგლებს. კრიტიკული

ტემპერატურები ამცირებს კვების

ელემენტის ეფექტურ მუშაობას და

სიცოცხლის ხანგძლივობას.

მოწყობილობამ ცხელი ან ცივი

კვების ელემენტით შეიძლება

დროებით არ იმუშაოს.
შეიძლება შემთხვევით მოხდეს

მოკლე ჩართვა, თუ ლითონის

111

background image

რაიმე საგანი შეეხება კვების

ელემენტის მეტალის კონტაქტებს,

მაგალითად, როდესაც სათადარიგო

კვების ელემენტი გიდევთ ჯიბეში.

მოკლე ჩართვამ შეიძლება

დააზიანოს ელემენტი ან

შემაერთებელი საგანი.
არ დაწვათ ელემენტები ცეცხლში,

რადგან შეიძლება აფეთქდეს.

ელემენტები გადაყარეთ

ადგილობრივი წესების

შესაბამისად. მიეცით მეორადი

გამოყენება, თუ ეს შესაძლებელია.

არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო

ნარჩენებთან ერთად.
არ დაშალოთ, ამოჭრათ, გახსნათ,

დაამტვრიოთ, მოღუნოთ,

გახვრიტოთ, ამ მოტეხოთ

ცალკეული ნაწილები ან კვების

ელემენტი. თუ კვების ელემენტი

გაჟონავს, შეეცადეთ ელემენტიდან

გამოსული სითხე არ მოგხვდეთ

კანზე ან თვალში. თუ ეს მოხდება,

დაუყოვნებლად დაიბანეთ

დასვრილი ადგილი წყლით, ან

მიმართეთ ექიმს.
არ შეცვალოთ, არ გადაამუშაოთ, არ

ჩასვათ უცხო ობიექტები კვების

ელემენტში, არ ჩადოთ ან

დაასველოთ წყალში ან სხვა

სითხეში. ელემენტი შეიძლება

აფეთქდეს, თუ იგი

დაზიანებულია.
კვების ელემენტი და დამტენი

გამოიყენეთ მხოლოდ

დანიშნულებისამებრ. დამტენის ან

კვების ელემენტის არასწორად ან

გაუთვალისწინებელმა

გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს

ხანძარი, აფეთქება, ან სხვა

საშიშროება და გააუქმოს

უფლებები ან გარანტია. თუ

ფიქრობთ რომ კვების ელემენტი ან

დამტენი დაზიანდა, წაიღეთ

სერვის-ცენტრში შესამოწმებლად,

სანამ მას კვლავ გამოიყენებთ.

არასდროს გამოიყენოთ

დაზიანებული დამტენი ან

ელემენტი. დამტენი გამოიყენეთ

მხოლოდ შენობაში.

დამატებითი ინფორმაცია

უსაფრთხოების შესახებ

განახორციელეთ საგანგებო

ზარი

1

დარწმუნდით, რომ

მოწყობილობა ჩართულია.

2

შეამოწმეთ შესაბამისი

სიგნალის სიძლიერე.

შეიძლება ასევე დაგჭირდეთ

შეასრულოთ შემდეგი:
• ჩადეთ SIM ბარათი

აპარატში.

112

background image

• გამორთეთ აკრძალვები

აპარატში, მაგალითად,

ზარის დაბლოკვა, ნომრის

დაფიქსირება, ან

მომხმარებელთა

დახურული ჯგუფის

გამოყენება.

• დარწმუნდით, რომ ფრენის

პროფილი არ არის

გააქტიურებული.

• თუ აპარატის ეკრანი და

ღილაკები დაბლოკილია,

განბლოკეთ ისინი.

3

განმეორებით დააჭირეთ

დასრულების ღილაკს, სანამ

გამოჩნდება საწყისი ეკრანი.

4

თუ გსურთ გახსნათ

ციფერბლატი, აირჩიეთ .

5

აკრიფეთ იმ ადგილის

შესაბამისი ოფიციალური

გადაუდებელი ზარის ნომერი,

სადაც იმყოფებით.

გადაუდებელი ზარის

ნომრები იცვლება

ადგილმდებარეობის

მიხედვით.

6

დააჭირეთ ზარის გაშვების

ღილაკს.

7

რაც შეიძლება ზუსტად

მიაწოდეთ ყველა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

არ დაასრულოთ ზარი, სანამ

ამის ნებართვას არ მიიღებთ.

მნიშვნელოვანია: თუ თქვენს

მოწყობილობას აქვს ხმოვანი

ზარების მხარდაჭერა ინტერნეტის

გამოყენებით (ინტერნეტ-ზარები).

მოწყობილობამ შეიძლება

განახორციელოს გადაუდებელი

ზარი როგორც ფიჭური ქსელების

გამოყენებით, ასევე ინტერნეტ-

ზარის სერვისის პროვაიდერის

საშუალებით. დაკავშირება

ნებისმიერ შემთხვევაში არ არის

გარანტირებული. ძალზე

მნიშვნელოვან სიტუაციებში,

მაგალითად, როგორიცაა

გადაუდებელი სამედიცინო

დახმარების გამოძახება, არასოდეს

უნდა იყოთ მხოლოდ რომელიმე

უკაბელო მოწყობილობის იმედზე.

მცირეწლოვანი ბავშვები

თქვენი მოწყობილობითა და მისი

აქსესუარებით თამაში

დაუშვებელია. ისინი შეიცავს მცირე

ზომის ნაწილებს. შეინახეთ ისინი

მცირეწლოვანი ბავშვებისთვის

მიუწვდომელ ადგილზე.

სამედიცინო აპარატები

რადიოგადამცემი მოწყობილობის

მუშაობამ, უკაბელო ტელეფონების

ჩათვლით, შეიძლება ხელი

შეუშალოს არაადექვატურად

113

background image

დაცული სამედიცინო აპარატურის

მუშაობას. მიმართეთ ექიმს ან

სამედიცინო მოწყობილობის

მწარმოებელს და შეიტყვეთ არის

თუ არა იგი ადექვატურად დაცული

გარეშე რადიოსიხშირული

ენერგიისგან.

იმპლანტირებული

სამედიცინო აპარატები

სამედიცინო მოწყობილობის

მუშაობის შეფერხების

გამორიცხვის მიზნით, სამედიცინო

მოწყობილობების მწარმოებლები

გირჩევენ მინიმალური მანძილი

15,3 სანტიმეტრი (6 დიუმი)

დავიცვათ უკაბელო

მოწყობილობასა და ისეთ

იმპლანტირებულ სამედიცინო

მოწყობილობას შორის, მაგალითად

როგორიცაა

კარდიოსტიმულატორიანი

დეფრიბილატორი. პირები,

რომლებსაც აქვთ ასეთი

მოწყობილობები, ვალდებულნი

არიან:

ყოველთვის უნდა

შეინარჩუნოთ 15,3

სანტიმეტრი (6 დიუმი) მეტი

დისტანცია უკაბელო

აპარატსა და სამედიცინო

მოწყობილობას შორის.

არ ჩაიდოთ უსადენო აპარატი

გულის ჯიბეში.

უკაბელო მოწყობილობა

ყურზე მიიდეთ სამედიცინო

მოწყობილობის საპირისპირო

მხარეს.

გამორთეთ უკაბელო

მოწყობილობა, თუ რაიმე

მიზეზით ეჭვობთ, რომ

ადგილი აქვს ტალღების

გადაფარვას.

იმპლანტირებული

სამედიცინო მოწყობილობის

შემთხვევაში, დაიცავით

მწარმოებლის მითითებები.

თუ გაქვთ კითხვები უკაბელო

მოწყობილობის სამედიცინო

მოწყობილობასთან ერთად

გამოყენებასთან დაკავშირებით,

კონსულტაციისთვის მიაკითხეთ

თქვენს ექიმს.

სმენა

გაფრთხილება: გარნიტურის

გამოყენების დროს შეიძლება არ

გესმოდეთ გარეშე ხმები. არ

გამოიყენოთ გარნიტურა, როდესაც

ამით შეიძლება საფრთხე

შეგექმნათ.
ზოგიერთ უკაბელო

მოწყობილობას შეუძლია

114

background image

იმოქმედოს ზოგიერთი

ყურთსასმენი აპარატის

მუშაობაზე.

ნიკელი

ამ მოწყობილობის ზედაპირი არ

შეიცავს ნიკელს.

დაიცავით აპარატი მავნე

შინაარსისგან

აპარატი შეიძლება დაინფიცირდეს

ვირუსითა და მიიღოს სხვა მავნე

ელემენტები. მიიღეთ

უსაფრთხოების შემდეგი ზომები:

სიფრთხილე გმართებთ

წერილების გახსნის დროს.

ისინი შეიძლება შეიცავდეს

მავნე პროგრამას, ან

შეიძლება სხვაგვარად

დააზიანოს თქვენი

მოწყობილობა ან

კომპიუტერი.

ფრთხილად იყავით

დაკავშირების მოთხოვნებზე

თანხმობის მიცემის,

ინტერნეტში ბრაუზინგის ან

ჩამოტვირთვების დროს. არ

მიიღოთ Bluetooth

დაკავშირება იმ წყაროდან,

რომელსაც არ ენდობით.

მხოლოდ ის მომსახურებები

გამოიყენეთ და ის

პროგრამები

დააინსტალირეთ, რომელთაც

ენდობით და რომლებიც

გთავაზობთ უსაფრთხოებისა

და დაცვის ადექვატურ

საშუალებებს.

თქვენს მოწყობილობაზე და

მასთან მიერთებულ

კომპიუტერზე

დააინსტალირეთ

ანტივირუსული ან სხვა

დამცავი პროგრამები.

მხოლოდ ერთი

ანტივირუსული პროგრამა

გამოიყენეთ ერთ ჯერზე.

კიდევ სხვა ანტივირუსის

გამოყენებამ შეიძლება

იმოქმედოს აპარატის და/ან

კომპიუტერის მუშაობაზე.

სიფრთხილე გმართებთ,

როდესაც ხსნით თქვენს

მოწყობილობაზე წინასწარ

დაინსტალირებულ

სანიშნეებსა და ბმულებს

მესამე მხარის ინტერნეტ-

საიტებზე. Nokia არანაირ

მოვალეობას ან

პასუხისმგებლობას არ იღებს

ამგვარ საიტებთან

დაკავშირებით.

მუშაობის პირობები

ეს მოწყობილობა აკმაყოფილებს

რადიოტალღების

115

background image

გამოსხივებისადმი წაყენებულ

მოთხოვნებს, როდესაც აპარატს

იყენებთ ნორმალურ პოზიციაში

ყურთან, ან მინიმუმ 1,5

სანტიმეტრი (5/8 დიუმი) მანძილზე

სხეულიდან. როდესაც ჩანთაში

დებთ, ქამარზე იმაგრებთ, ან

ბუდეს იყენებთ აპარატის

სხეულთან ახლოს სატარებლად,

იგი არ უნდა შეიცავდეს მეტალს და

აპარატი თქვენგან დაშორებული

უნდა იყოს ზემოთ ნახსენები

დისტანციით.
მონაცემთა ფაილების ან

წერილების გასაგზავნად,

მოწყობილობას სჭირდება მაღალი

ხარისხის კავშირი ქსელთან.

მონაცემთა ფაილების ან

წერილების გაგზავნა შეიძლება

გადაიდოს ასეთი კავშირის

დამყარებამდე. გადაცემის

დასრულებამდე დაიცავით

ინსტრუქციაში მითითებული

დისტანცია.

ტრანსპორტი

სატრანსპორტო საშუალებებში

რადიოსიგნალებმა შეიძლება

იმოქმედოს არასწორედ

დამონტაჟებულ ან

არაადექვატურად დაცულ

ელექტროსისტემებზე, როგორიცაა

ძრავაში საწვავის შეფრქვევის

ელექტრონული სისტემები,

ბლოკირების საწინააღმდეგო

სამუხრუჭე ელექტრონული

სისტემები, სიჩქარის

ელექტრონული კონტროლისა და

საჰაერო ბალიშების სისტემები.

დამატებითი ინფორმაციისთვის

მიმართეთ ავტომობილის ან მისი

მოწყობილობის მწარმოებელს.
მხოლოდ კვალიფიცირებულმა

პერსონალმა უნდა დაამონტაჟოს

აპარატი მანქანაში. შესაძლოა,

არასწორი დაინსტალირება და

მომსახურება სახიფათო იყოს და

შეიძლება გავლენა მოახდინოს

გარანტიაზე. ყოველთვის

შეამოწმეთ, რომ თქვენი უკაბელო

მოწყობილობის აღჭურვილობა

თქვენს მანქანაში თავის ადგილზეა

და გამართულად მუშაობს. არ

შეინახოთ და არ გადაიტანოთ

აალებადი სითხეები, გაზები, ან

ასაფეთქებელი მასალები იმავე

განყოფილებით, სადაც

მოთავსებულია მოწყობილობა,

მისი ნაწილები ან აქსესუარები.

გაითვალისწინეთ, რომ საჰაერო

ბალიშები დიდი ძალით იბერება. არ

მოათავსოთ თქვენი აპარატი ან

აქსესუარები საჰაერო ბალიშებთან

ახლოს.

116

background image

აფეთქების პოტენციური

გარემოებები

გამორთეთ მოწყობილობა

პოტენციურად აალებად გარემოში,

მაგალითად, ბენზინის

კონტეინერებთან გასამართ

სადგურებში. ამგვარ ადგილებში

ნაპერწკალმა შეიძლება

გამოიწვიოს აფეთქება, რასაც

შეიძლება მოჰყვეს სხეულის

დაზიანება ან სიკვდილი. დაიცავით

აკრძალვები საწვავის გასამართ

სადგურებში, შემნახველ და

გამანაწილებელ ზონებში; ქიმიურ

საწარმოებში; ან იქ, სადაც

მიმდინარეობს ასაფეთქებელი

სამუშაოები. პოტენციურად

აფეთქებადი ატმოსფეროს მქონე

ზონები ხშირად, მაგრამ არა

ყოველთვის, ნათლად არის

აღნიშნული. ამაში შედის ისეთი

ადგილები, სადაც

რეკომენდებულია ავტომობილის

ძრავას გამორთვა, გემბანის ქვედა

განყოფილებები, ქიმიკატების

გადამტანი ან შესანახი

საშუალებები და ადგილები, სადაც

ჰაერი შეიცავს ისეთ ქიმიკატებსა

თუ ნაწილაკებს, როგორიცაა

შედარებით მსხვილი ნაწილაკები,

მტვერი, ან მეტალის მტვერი.

თხევად გაზზე (მაგ. პროპანზე ან

ბუტანზე) მომუშავე ტრანსპორტის

მწარმოებლიდან უნდა მიიღოთ

ინფორმაცია, რათა დაადგინოთ

იქნება თუ არა უსაფრთხო ამ

მოწყობილობის გამოყენება ასეთ

ტრანსპორტთან ახლოს.

ინფორმაცია სერტიფიკატის

შესახებ (SAR)

ეს მობილური მოწყობილობა

აკმაყოფილებს

რადიოტალღებისათვის

გათვალისწინებულ

სახელმძღვანელო პრინციპებს.
თქვენი მობილური აპარატი

გზავნის და უშვებს

რადიოტალღებს. იგი ისეა

დაპროექტებული, რომ არ აჭარბებს

საერთარიშო ნორმებით

გათვალისწინებული

რადიოტალღების დასაშვებ

ნორმებს. წინამდებარე

სახელმძღვანელო პრინციპები

შეიმუშავა დამოუკიდებელმა

სამეცნიერო ორგანიზაციამ ICNIRP

და მასში მითითებულია

უსაფრთხოების ნორმები, რათა

უზრუნველყოფილი იყოს ყველა

ადამიანის დაცვა, განურჩევლად

ასაკისა და ჯანმრთელობის

მდგომარეობისა.
მობილური მოწყობილობებისთვის

მოცემულ სახელმძღვანელო

პრინციპებში გამოყენებულია

საზომი ერთეული, რომელიც

117

background image

ცნობილია როგორც შთანთქმის

კუთრი კოეფიციენტი, ან SAR. SAR-

ის დასაშვები ზღვრული

მნიშვნელობა, ICNIRP

სახელმძღვანელოს მიხედვით,

შეადგენს 2,0 ვატს/კილოგრამზე

(ვატი/კგ), საშუალოდ 10 გრამ

ქსოვილზე მეტი წონებისთვის.

SAR-ის დასადგენი ტესტები

ჩატარდა სტანდარტულ სამუშაო

რეჟიმში, როდესაც მოწყობილობის

გადაცემის სიმძლავრე დასაშვები

ნორმის მაქსიმუმს შეადგენდა

ყველა ტესტირებულ

რადიოსიხშირულ უბანში.

მომუშავე აპარატის SAR-ის

ფაქტობრივი დონე შეიძლება იყოს

მაქსიმალურ მნიშვნელობაზე

ნაკლები, რადგან მოწყობილობა

შექმნილია მხოლოდ ისეთი

სიმძლავრის გამოსაყენებლად, რაც

საჭიროა ქსელში ჩასართავად. ეს

სიდიდე იზრდება მთელი რიგი

ფაქტორების მიხედვით,

მაგალითად, ქსელის საბაზო

სადგურთან სიახლოვის

შესაბამისად.
SAR სიდიდის უდიდესი

მნიშვნელობა, ICNIRP

სახელმძღვანელოს მიხედვით,

აპარატის ყურზე მიდებით

გამოყენების შემთხვევაში არის

1,37 ვატი/კგ .

მოწყობილობის აქსესუარების

გამოყენების დროს შეიძლება

შეიცვალოს SAR-ს მნიშვნელობა.

SAR-ს მნიშვნელობა ვარირებს

ქვეყანაში დადგენილი და

შემოწმებული მოთხოვნებისა და

ქსელის რადიოსიხშირული

ჯგუფის შესაბამისად. SAR-ის

შესახებ დამატებითი

ინფორმაციისთვის იხილეთ

პროდუქტის მონაცემები:

www.nokia.com.