რუკების პროგრამის შესახებ
რუკები უფასოდ გიჩვენებთ რა არის ახლომახლო და უფასოდ
გეხმარებათ დაგეგმოთ მარშრუტი.
აირჩიეთ რუკები.
თქვენ შეგიძლიათ:
• ნახეთ რუკაზე სად ხართ
• დაგეგმოთ მარშრუტი ახლომდებარე ადგილამდე
• მოძებნოთ ადგილები ან მისამართები და შეინახოთ
• ტექსტური წერილით გაგზავნოთ თქვენი ლოკაცია ან ადგილი
მეგობრებთან
ტელეფონში დევს მეხსიერების ბარათი, რომელშიც წინასწარაა
ჩატვირთული თქვენი ქვეყნის რუკები. დარწმუნდით, რომ
მეხსიერების ბარათი დევს ტელეფონში, სანამ გამოიყენებთ
რუკების პროგრამას.
ამ სერვისების ან ჩამოტვირთვების ცენტრის გამოყენებას
შეიძლება დასჭირდეს დიდი რაოდენობის მონაცემთა გადაცემა,
რასაც შეიძლება მოჰყვეს შესაბამისი გადასახადი.
81
ეს სერვისი შეიძლება არ მიეწოდებოდეს რომელიმე ქვეყანაში ან
რეგიონში და შეიძლება მიეწოდებოდეს მხოლოდ ზოგიერთ
ენებზე. სერვისი შეიძლება დამოკიდებული იყოს ქსელზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ქსელის სერვისის
პროვაიდერს.
ციფრული რუკების მონაცემები შეიძლება არ იყოს ზუსტი და
სრული. ძალზე მნიშვნელოვან სიტუაციებში, მაგალითად,
როგორიცაა საგანგებო ვითარებები, არასოდეს უნდა იყოთ
მხოლოდ ამ მასალის ან სერვისის იმედზე.
82