დააყენეთ თქვენი ფოსტის ანგარიში
ერთზე მეტ ფოსტის მისამართს იყენებთ? შეგიძლიათ
ტელეფონში გქონდეთ ფოსტის რამდენიმე ყუთი. ფოსტა არის
ქსელის მომსახურება.
1. აირჩიეთ ფოსტა.
2. შეარჩიეთ თქვენი საფოსტო მომსახურების მომწოდებელი.
3. აკრიფეთ მომხმარებლის სახელი და პაროლი.
მითითება:თუ არ გსურთ დაგჭირდეთ პაროლის ჩაწერა ყოველ
ჯერზე, როცა იყენებთ ფოსტის ანგარიშს, აირჩიეთ პაროლის
შენახვა.
4. აირჩიეთ შესვლა.
მოგვიანებით დაამატეთ საფოსტო ყუთი
1. აირჩიეთ ფოსტა.
2. აირჩიეთ > ახალი ანგარიში.
3. იმოქმედეთ ტელეფონში მოცემული ინსტრუქციის
მიხედვით.
ტელეფონში საფოსტო ყუთის განახლება ხდება გარკვეული
პერიოდულობით და გაჩვენებთ ახალ წერილებს. ამას შეიძლება
53
დასჭირდეს დიდი რაოდენობის მონაცემთა გადაცემა, რასაც
შეიძლება მოჰყვეს შესაბამისი გადასახადი. თანხის დაზოგვის
მიზნით, შეგიძლიათ გამორთოთ ავტომატური განახლების
ფუნქცია და მექანიკურად განაახლოთ შემოსული წერილების
ყუთი.
გამორთეთ შემოსული წერილების ავტომატური განახლება
1. აირჩიეთ ფოსტა.
2. აირჩიეთ > პარამეტრები და თქვენი საფოსტო ყუთი.
3. აირჩიეთ შემოსულების განახლება > მექანიკური.
54
მაიკი
გამარჯობა, ანა
ანა
სალამი, მაიკ